არქეოლოგის ბლოგი
არქეოლოგია ყველასათვის
Sunday, November 19, 2017
"უნივერსალური ღირებულებებლი. ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე"
Saturday, November 18, 2017
პტოლემაიოსების დედოფალთა პორტრეტული გამოსახულებანი საქართველოდან. გლიპტიკური ძეგლების მიხედვით
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გლიპტიკის ფონდის კოლექციებში მრავალი საინტერესო ძეგლია დაცული, რომელთა შორის როგორც თავისი ისტორიული, ისე მხატვრული ღირებულებით პორტრეტული გამოსახულებებით შემკული ფარაკიანი ბეჭდები და გემები გამოირჩევა. საგულისხმოა, რომ კოლექციები მუდამ სამეცნიერო კვლევისა და ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენდა და სხვადასხვა მუზეუმში დაცული არტეფაქტების შესწავლის პროცესმა საგრძნობლად შეუწყო ხელი მეცნიერების განვითარებას.
სტატიაში თავმოყრილი და განხილულია პტოლემაიოსების დედოფალთა პორტრეტული გამოსახულებანი საქართველოში გამოვლენილი გლიპტიკური მასალის მიხედვით. გლიპტიკურ ძეგლთა ერთი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო ლიტერატურაში, გამოქვეყნებული მასალა კი, რამდენიმე შემთხვევაში, ახლებულად იქნა ინტერპრეტირებული. აღსანიშნავია, რომ ელინისტურ პორტრეტთა იდენტიფიკაცია საკმაოდ რთულია, რადგან პორტრეტები გაიდიალიზებულია და ხშირად მოკლებულია ინდივიდუალურ, დამახასიათებელ ნიშნებს. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თმის ვარცხნილობას, თავსაბურავსა თუ სხვა დეტალებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია დადგენა არა მხოლოდ პორტრეტის ეპოქისა, არამედ პიროვნებისა. სამეფო წრის პერსონათა პორტრეტების დასადგენად ფასდაუდებელია მონეტათა ავერსებზე წარმოდგენილი გამოსახულებანი.

საქართველო-უძველესი მეღვინეობის ქვეყანა
აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus" („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან"). ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან.
სტატია მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გლიპტიკის ფონდის კოლექციებში მრავალი საინტერესო ძეგლია დაცული, რომელთა შორის როგორც თავისი ისტორიული, ისე მხა...
-
აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) აქვეყნებს ს...
-
5 ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას მასპინძლობს,...