Sunday, November 19, 2017

"უნივერსალური ღირებულებებლი. ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე"



   
  5 ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას მასპინძლობს, რომლებსაც აერთიანებს სახელწოდება - ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე". ბოტიჩელის ,,ვენერა" 1930 წლიდან ტურინის ,,გალერეა საბაუდას'' კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი ,,ვენერაა'' ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე - ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას" მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა" რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის - გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა. (პროექტი Venus pudica განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია ,,მეტამორფოზასთან" თანამშრომლობით).

         მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციას. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში - რომის პერიოდის ტილოებიდან მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე.
     გამოფენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოსახლეობის ერთი ნაწილი მიესალმება გამოფენის ჩატარების იდეას, მეორანი კი ფიქრობენ რომ რეპროდუქციების ადგილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა თანხის დახარჯვა გამოფენის ჩასატარებლად მიუღებელია. 
        გთხოვთ ამ საკითხთან დაკავშირებით შეავსოთ კითხვარი, რომელიც სტატიის ბოლოშია განთავსებული, რათა დავაფიქრსიროთ თქვენი აზრი. 







No comments:

Post a Comment